loader

"ახლა ერთადერთი რამ მაინტერესებს..." - აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ახლა ერთადერთი რამ მაინტერესებს..." - აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, მიმართვას ავრცელებს

სამოქალაქო აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი, რომელსაც დღეს თავს დაესხნენ და სცემეს, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

"მეგობრებო, ყველას მადლობა და ბოდიში, რომ ვერ გპასუხობთ. სახლთან დამხვდნენ, უკნიდან წამაქციეს, მირტყეს და გაიქცნენ.

შევყავარ ცხვირის ოპერაციაზე, კიდე რაღაც პატარა ძვალი არის გატეხილი, მაგრამ არც საოპერაციოა და არც საშიში. სხვა ყველაფერი შევამოწმეთ და არაფერი მჭირს.

ახლა ერთადერთი რამ მაინტერესებს, მოგვაპოვებინებენ თუ არა კადრებს კამერებიდან, რომელზეც პოლიცია უკვე ფეხს ითრევს.

ასევე, აქედანვე ხელს დავუქნევ შალვა საწყალ პაპუასას.

ცხადია, დღეს ამ ქვეყანაში რეჟიმის პატიმრები ყველაზე თავისუფლები არიან, რეჟიმის გალახულები კი ყველაზე ჯანმრთელები. ჩემთვის პატივია" - წერს ზუკა ბერძენიშვილი.