"ყველაზე მწარედ და გამორჩეულად კი ბიძინა ივანიშვილი დაისჯება! სულ მალე..." - რას წერენ ზუკა ბერძენიშვილის მამა და ბიძა?
სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდარს ეხმაურებიან ზუკას მამა და ბიძა.
"ჯგრო...
პასუხი იმ ხალოპ პაპუაშვილსაც მოეთხოვება, ცხადია. სახელით და გვარით რომ ახსენა ამ დილით ზუკა და მიუსიეს ზონდერები.
ყველაზე მწარედ და გამორჩეულად კი ბიძინა ივანიშვილი დაისჯება! სულ მალე..." - წერს ზუკას მამა დავით ბერძენიშვილი.
დავით ბერძენიშვილის პოსტს ლევან ბერძენიშვილი კომენტარებში გამოეხმაურა:
"ჩვენი სისხლის დაღვრის გარეშე როგორ იქნებოდა! გმადლობ, ღმერთო, ბერძენიშვილი რომ ვარ, ზუკას სისხლის რომ ვარ. საქართველოს მტრებო, ერთიანად!" - წერს ლევან ბერძენიშვილი.