loader

“შენ თუ თავში არ გესროლოო, მეძახდა სამიდან ერთი, როცა დაგდებულს მირტყამდა“- ზუკა ბერძენიშვილი მასზე განხორციელებული თავდასხმის დეტალებზე წერს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“შენ თუ თავში არ გესროლოო, მეძახდა სამიდან ერთი, როცა დაგდებულს მირტყამდა“- ზუკა ბერძენიშვილი მასზე განხორციელებული თავდასხმის დეტალებზე წერს

სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვისტ ზუკა ბერ­ძე­ნიშ­ვილს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ა, ფო­ტოს­თან ერ­თად, ბლო­გე­რმა სა­ლო­მე ბარ­კე­რმა გაავრცელა.

“შალ­ვა პა­პუ­ა­სის პოს­ტი­დან ერთ სა­ათ­ში რომ ზუ­კას ჩვენს სახ­ლთან დახ­ვდნენ “აღ­შფო­თე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი” და ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ, ეს ალ­ბათ უბ­რა­ლოდ დამ­თხვე­ვაა. სამ­ნი იყ­ვნენ, მან­ქა­ნით ელო­დე­ბოდ­ნენ, ზურ­გი­დან მი­ე­პარ­ნენ და მერე გა­იქ­ცნენ.“- წერს სა­ლო­მე ბარ­კე­რი.

შემთხვევის ახალი დეტალების შესახებ ზუკა ბერძენიშვილიც “ფეისბუქზე“ წერს:

“შენ თუ თავში არ გესროლოო, მეძახდა სამიდან ერთი, როცა დაგდებულს მირტყამდა. არ ყოფნიდა რასაც შვებოდა და ზევიდან ფანტაზირებდა. ვაი თქვენს პატრონს ბიჯებო. ყველა შენახული მყავართ“ - წერს დაზარალებული.

რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, ზუკა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი ამ დრო­ის­თვის ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბა.