loader

რა სიტყვებით მიმართა პილოტმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გერმანიაში გამგზავრებამდე? - "დღეს ვასრულებთ განსაკუთრებულ რეისს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა სიტყვებით მიმართა პილოტმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გერმანიაში გამგზავრებამდე? - "დღეს ვასრულებთ განსაკუთრებულ რეისს"

საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიაში 10 ივნისს გაემგზავრა და ევრო 2024-ისთვის მზადებას ტურნირის მასპინძელ ქვეყანაში გააგრძელებს.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს: 18 ივნისს დორტმუნდში ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება; 22 ივნისს ჰამბურგში საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება; ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ჩვენი გუნდი 26 ივნისს გელზენკირხენში, პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს.

"ჯორჯიან ეარვეისი" საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უსურვებს წარმატებასა და ახალ გამარჯვებებს ევროპის ჩემპიონატზე!

ვიდეო: "ჯორჯიან ეარვეისი"