"შავებში ჩაცმული ბევრი დაკუნთული გამოუშვეს პუტინის მონებმა" - რა ინფორმაციას ავრცელებს ზურა ჯაფარიძის ძმა?
"ჩემს ძმას სახლთან ელოდებიან "ტიტუშკები", - ამის შესახებ ზურა ჯაფარიძის ძმა გია ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, კამერები იღებს ყველაფერს.
"ჩემს ძმას სახლთან ელოდებიან "ტიტუშკები". არიან ეზოში, სახლის წინ და ეზოს გარეთაც.
შავებში ჩაცმული ბევრი დაკუნთული გამოუშვეს პუტინის მონებმა. კამერები იღებს ყველაფერს" - წერს გია ჯაფარიძე.