"ცოლმა დაწერა; ვითომ გაუპატიურებით ემუქრებოდა ბაჩო, მერე გადაკეთებული აქვს" - ახალი შოკისმომგვრელი დეტალები ვარკეთილში მომხდარ ორმაგ მკვლელობაზე
თბილისში ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ვარკეთილში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ყოფით თემაზე დაწყებული კონფლიქტის შემდეგ მამაკაცმა მეზობელი და მისი მეგობარი სანადირო თოფით მოკლა.
მოკლულები არიან 1984 წელს დაბადებული ნიკა არჩვაძე და 1985 წელს დაბადებული ბაჩო ბაშარული.
როგორც "პალიტრავიდეოს" ბაჩო ბაშარულის ახლობელი უყვება, ბრალდებულსა და ბაჩოს შორის მუდმივი კონფლიქტი იყო.