loader

ვრცელდება საგანგაშო კადრები რიკოთიდან- რას აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება საგანგაშო კადრები რიკოთიდან- რას აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

როგორც პრესსამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ადგილზე ძლიერმა წვიმამ ტალახი ჩამოიტანა, რომელიც ამ დროისთვის, უკვე გაწმენდილია.

„რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, კერძოდ, ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი წვიმა იყო, რის შედეგადაც ფერდობიდან წყლისა და ლაფის მასა გადმოვიდა გზაზე, დროებით შეიზღუდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაწმენდითი სამუშაოებიდან გამომდინარე. უმოკლეს პერიოდში გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა, შესაბამისად, მოძრაობა აღდგა. ამ ეტაპზე, მოძრაობა თავისუფლად ხორციელდება“, - განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, პავლე გამყრელიძემ.

ვიდეო: Mari Alshibaia