loader

რას წერს ესპანური მედია 33 წლის ქართველ ქალზე, რომელიც სავარაუდოდ ქმარმა აივნიდან გადააგდო- “გა­სუ­ლი წლის აგ­ვის­ტო­ში მე­ზობ­ლებ­მა პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს, ქალს ჰქონ­და სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი და ნა­კაწ­რე­ბი, მაგ­რამ...“ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას წერს ესპანური მედია 33 წლის ქართველ ქალზე, რომელიც სავარაუდოდ ქმარმა აივნიდან გადააგდო- “გა­სუ­ლი წლის აგ­ვის­ტო­ში მე­ზობ­ლებ­მა პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს, ქალს ჰქონ­და სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი და ნა­კაწ­რე­ბი, მაგ­რამ...“

გა­სულ კვი­რას, ეს­პა­ნე­თის ქა­ლაქ ბარ­სე­ლო­ნა­ში, 33 წლის ქარ­თვე­ლი ქალი ნა­თია გულ­ბა­ნი მოკ­ლეს. პო­ლი­ცი­ამ მა­ლე­ვე და­ა­კა­ვა მოკ­ლუ­ლის მე­უღ­ლე 32 წლის კაცი, რო­მე­ლიც ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა 2 ივ­ნი­სის ღამე მოხ­და. ქალი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მე­ო­თხე სარ­თუ­ლი­დან გად­მო­ვარ­და.

შემ­თხვე­ვამ­დე ცოტა ხნით ადრე მე­ზობ­ლებს ბი­ნი­დან ჩხუ­ბის ხმა მო­ეს­მათ, რის შემ­დე­გაც პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს.

ეს­პა­ნუ­რი მე­დია წერს, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად, გა­მო­ძი­ე­ბა სუ­ი­ცი­დის ვერ­სი­ას გა­ნი­ხი­ლავ­და, მაგ­რამ მომ­ხდა­რის ად­გილ­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით, ასე­ვე თვითმხილ­ვე­ლე­ბის მო­ნა­თხრო­ბი­თა და პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, შე­საძ­ლოა, ქალი ფე­მი­ცი­დის მსხვერ­პლი გახ­და.5 ივ­ნისს, ბარ­სე­ლო­ნას სა­სა­მარ­თლომ გარ­დაც­ვლი­ლის პარტნი­ო­რი კაცი მკვლე­ლო­ბი­სა და გენ­დერულ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბით და­ა­პა­ტიმ­რა.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დიაწერს, ქალი, რო­მე­ლიც გა­სულ კვი­რას გარ­და­იც­ვა­ლა, სა­ვა­რა­უ­დო სექ­სის­ტუ­რი და­ნა­შა­უ­ლის მსხვერ­პლი იყო. ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის მე-4 სა­სა­მარ­თლომ და­კა­ვე­ბულს დრო­ე­ბი­თი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და, გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბის გა­რე­შე.

საქ­მის მი­ხედ­ვით, მსხვერ­პლს სხე­ულ­ზე ჰქონ­და სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი და ჭრი­ლო­ბე­ბი, რაც მუდ­მივ­მა ძა­ლა­დო­ბამ გა­მო­იწ­ვია, თუმ­ცა ამის შე­სა­ხებ გარ­დაც­ვლილს არა­ვის­თან უსა­უბ­რია. ვრცლად იხილეთ ambebi.ge