loader

“ვუყურე მორიგ “ექსკლუზიურ სკანდალს”… მოკლედ დავწერ…” - ნუნუკა თამაზაშვილი შვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ვუყურე მორიგ “ექსკლუზიურ სკანდალს”… მოკლედ დავწერ…” - ნუნუკა თამაზაშვილი შვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის ინფორმაციით, მათი შვილი ნიკოლოზ ღარიბაშვილი, რომელიც ამერიკაში სწავლობს, თბილისში 3 კვირის წინ, ზაფხულის არდადეგებზე ჩამოვიდა.

ნუნუკა თამაზაშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნიკოლოზ ღარიბაშვილის საქართველოში ჩამოსვლა შესაძლოა, „ქართული ოცნების" წარმომადგენლების დასანქცირებას უკავშირდებოდეს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ვუყურე მორიგ „ექსკლუზიურ სკანდალს” ნიკოს საზაფხულო არდადეგებზე თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

თქვენი ინფორმაციისთვის მოკლედ დავწერ:

ნიკომ წარჩინებით დაამთავრა პირველი წელი და დაახლოებით, 3 კვირის წინ დაბრუნდა თბილისში ვინაიდან დაეწყო ზაფხულის არდადეგები, სულ ეს არის! ყველას ვუსურვებ შვილების ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს!“ - წერს ნუნუკა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში.