loader

რა თქვა ვლადიმერ პუტინმა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა თქვა ვლადიმერ პუტინმა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე?

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თვლის, რომ საქმე ბირთვული დარტყმების გაცვლამდე არ მივა. ამის შესახებ პუტინმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

“ბირთვული დოქტრინა გვაქვს, და იქ ყველაფერი წერია [ბირთვული იარაღის გამოყენებაზე]... გამოყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება - სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის შემთხვევაში, უკიდურეს შემთხვევებში. არ ვთვლი, რომ ასეთი შემთხვევა დადგა, ასეთი საჭიროება არ არსებობს…თუ მივა კიდევაც საქმე [ბირთვული დარტყმების გაცვლამდე], ღმერთმა არ ქნას, რაც ძალიან არასასურველი იქნებოდა, მაშინ… მსხვერპლი შესაძლოა უსასრულობამდე გაიზარდოს. მაგრამ მაინც იქიდან გამოვდივარ, რომ აქამდე არ მივა საქმე”, - განაცხადა პუტინმა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთს სარაკეტო თავდასხმის შესახებ გაფრთხილების სისტემა გააჩნია და აღნიშნა, რომ ევროპა ბირთვული დარტყმებისგან დაუცველია. თუმცა ამავდროულად მან ყველას მოუწოდა “ტყუილად ნუ ახსენებენ ასეთ რაღაცებს”.