"დღეს, როგორც არასდროს, მჯერა გამარჯვების - დღეს წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი, დღეს წყდება, თუ სად იცხოვრებენ ჩვენი შვილები - რუსეთის უკანა ეზოში, თუ ევროპულ საქართველოში" - თინა ბოკუჩავა
მადლობა ამ ბრძოლისთვის და მადლობა ამ ნდობისთვის, რადგან ჩემთვის შენი გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება, რომელიც ერთად მივიღეთ უდიდესი პასუხისმგებლობაა, - ამ სიტყვებით მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა თინა ბოკუჩავამ პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს.
როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ხაბეიშვილის თავმჯდომარეობიდან გადადგომის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ მისთვის „საქართველოს ნათელი მომავალი უპირველესია“.