"ამ წუთას ამოვწერეთ ჩვენი სახლიდან შვიდი სრულიად უცნობი ადამიანი" - რას ჰყვება რუსუდან გოცირიძე
"ამ წუთას ამოვწერეთ ჩვენი სახლიდან შვიდი სრულიად უცნობი ადამიანი", - ამის შესახებ საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც გოცირიძე ამბობს, მისი სახლის მისამართზე მისთვის უცნობი პირები იყვნენ დარეგისტრირებული და შესაბამისად, მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნებოდათ.
"პირველად რომ გადავამოწმე, ოთხი ადამიანი იყო, ახლა უკვე შვიდი დაგვიხვდა" - წერს გოცირიძე.
❗️ჩვენს შემთხვევაში, კომუნალურებში არც კი ჩანდა მათი არსებობა... რომ არა ერთი რიგითი ფეისბუკპოსტი, არასოდეს გადავამოწმებდით ჩვენს სახლში რეგისტრირებულ ადამიანებს.
❗️პირველად რომ გადავამოწმე ოთხი ადამიანი იყო, ახლა უკვე შვიდი დაგვიხვდა...
❗️❗️❗️ გადაამოწმეთ თქვენი სახლის მცხოვრებლების ვინაობები!!!!
❗️❗️❗️ ვემზადებით ოქტომბრისათვის!!!" - წერს რუსუდან გოცირიძე.