loader

როგორ ეხმაურება მამუკა მდინარაძე მმართველი გუნდის წევრების მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ სანქციებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ეხმაურება მამუკა მდინარაძე მმართველი გუნდის წევრების მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ სანქციებს

მაინც ვფიქრობ, რომ ცოტა უფრო სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ ამბავს. მაგალითად, უფლება გვაქვს ვიცოდეთ, ბოლო-ბოლო, ვართ თუ არა პირველი კანონმდებლები მსოფლიოში, რომლებიც დაასანქცირეს კანონის მიღების გამო! ასევე, ქართულ ოპოზიცია-აგენტურას უფლება აქვს, უფრო კონკრეტული ამბებით გაიხაროს და არა მეათედ გამოცხადებული ზოგადი მინიშნებებით.

არაადამიანური მოპყრობაა, როდესაც აიძულებენ, აგერ, უკვე მერამდენედ გამოხატონ აღტაცება ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. ეს კიდევ უარესია, ვიდრე სიტყვა “რუსულის” ძახება შინაარსში შესვლის აკრძალვით. მათ ასეთი მოპყრობა არ დაუმსახურებიათ! - ასე ეხმაურება მამუკა მდინარაძე მმართველი გუნდის წევრების მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ სანქციებს.