loader

მძიმე კადრები- ერევანთან ახლოს ბენზინგასამართი სადგური აფეთქდა: დაშავდა 7 ადამიანი, ორის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძიმე კადრები- ერევანთან ახლოს ბენზინგასამართი სადგური აფეთქდა: დაშავდა 7 ადამიანი, ორის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

სომხეთში, დედაქალაქ ერევანთან ახლოს, ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას მედიასაშუალებები ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულებისგან ორი რეანიმაციაში იმყოფება. მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

აფეთქება ერევან-სევანის გზის მე-2 კმ მონაკვეთზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა და ადგილზე დიდი ხანძარი გაჩნდა. მის ლიკვიდაციაში 30-ზე მეტი სახანძრო ეკიპაჟი იყო ჩართული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, წინასწარი მონაცემებით, აფეთქების მიზეზი თხევადი აირის ბალონის აფეთქება იყო.