loader

"ასეთ ქვეყანაში რომელი ინვესტორი შემოვა ან გაჩერდება?! ივანიშვილის პირობებში ეკონომილური კოლაფსი გარდაუვალია!" - რას წერს ლევან ხაბეიშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ასეთ ქვეყანაში რომელი ინვესტორი შემოვა ან გაჩერდება?! ივანიშვილის პირობებში ეკონომილური კოლაფსი გარდაუვალია!" - რას წერს ლევან ხაბეიშვილი?

"მადლობა აშშ-ს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის. „რუსულ კანონზე“ ხმის მიმცემი პარლამენტარები და პოლიციელები, რომლებიც არბევდნენ მშვიდობიან მანიფესტანტებს დასანქცირებულები არიან და ეს მხოლოდ დასაწყისია", - წერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმდჯომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში, რითაც აშშ-ს მიერ “ქართული ოცნების” წევრებზე, პარლამენტის წევრებზე, სამართალდამცავებსა და კერძო პირებზე სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანშის გამოაცხადებას ეხმაურება.

ხაბეიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს მადლობა სუხდის ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის.

"ქართული ოცნების" წევრებს, „რუსულ კანონზე“ ხმის მიმცემ პარლამენტარებს, პოლიციელებს, რომლებიც არბევდნენ მშვიდობიან მანიფესტანტებს, სანქციები დაუწესა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გამოაცხადეს, რომ ეს დასაწყისია.

ასეთ ქვეყანაში რომელი ინვესტორი შემოვა ან გაჩერდება?! ივანიშვილის პირობებში ეკონომილური კოლაფსი გარდაუვალია!

ივანიშვილის გუნდის მავნებლობა აისახება საქართველოს მოქალაქეების ჯიბეზე.

მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის!”, - წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.