loader

ვარკეთილში, 2 ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვარკეთილში, 2 ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ვარკეთილში, ბაჩო ბაშარულისა და ნიკა არჩვაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ იური კალანდარიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალდება დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი გათავისუფლებას ითხოვდა.

იური კალანდარიშვილს ბრალდება ოფიციალურად დღეს წარედგინა. დაკავებულის ადვოკატი, სულხან კომახიძე აცხადებს, რომ კალანდარიშვილს განზრახ მკვლელობა არ ჩაუდენია და ის შემთხვევის დროს თავდაცვის რეჟიმში იმყოფებოდა.

ცნობისთვის, შემთხვევა ვარკეთილში 5 ივნისს მოხდა, სანადირო თოფიდან გასროლით 39 წლის ბაჩო ბაშარული და 40 წლის ნიკა არჩვაძე მოკლეს. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა 40 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.

ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტებით (ორი პირის განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.