"დღეს პატარა ვიდეო გადავუღე... პეტრეს უკვე ხშირად მარტო ვუშვებ ხოლმე ტაქსით და ყოველდღიურად იკეთებენ თავიანთ დოზებს" - რა ვიდეოს აქვეყნებს აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე პატარა პეტრეს დედა?
აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე პატარა პეტრეს დედა მაკუნა გოჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"ხშირად მეკითხებით ხოლმე, როგორ მიდის წამლის საქმე. დღეს პატარა ვიდეო გადავუღე. ყოველდღიურად დადიან ბავშვები იაშვილში (პეტრეს უკვე ხშირად მარტო ვუშვებ ხოლმე ტაქსით) და ყოველდღიურად იკეთებენ თავიანთ დოზებს. ასე გაგრძელდება 16-17 წლამდე, მანამ, სანამ ზრდის ზონები ექნებათ ღია. პეტრეს პროგრესი ჯერ არ ვიცით, წამლის დაწყებიდან 3 თვეში ერთხელ მოწმდება შედეგები. 25 ივნისს უწევს შემოწმება და ვნახოთ. ამასობაში სხვა ბავშვების შედეგები, რომლებმაც ნოემბერში დაიწყეს წამალი, 4-7 სმ-ია," - წერს მაკუნა გოგიჩაიშვილი.