loader

"ეზოში თამაშობდა და გული გაუჩერდა, მხოლოდ ერთხელ უთქვამს..." - რას ამბობენ ქუთაისში გარდაცვლილ 8 წლის ფეხბურთელზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეზოში თამაშობდა და გული გაუჩერდა, მხოლოდ ერთხელ უთქვამს..." - რას ამბობენ ქუთაისში გარდაცვლილ 8 წლის ფეხბურთელზე?

ფეხბურთელი, 8 წლის შოთიკო ჭელიძე, მოულოდნელად გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, ბავშვს გული გაუჩერდა.

"ეზოში თამაშობდა და გული გაუჩერდა, ანევრიზმა. ერთხელ უთქვამს მხოლოდ, ცოტა ვერ ვარო და ანალიზებზე უთხრეს, ყველაფერი კარგად არისო. არც ვიცი, რა ვთქვა იმ კლინიკაზე," - წერენ სოციალურ ქსელში.

რა არის ანევრიზმა?

ის საშიში დაავადებაა, რადგან ხშირად უსიმპტომოა და, შესაძლოა, ის სწორედ გასკდომის შემდეგ გამოვლინდეს. მისი გასკდომა კი ზოგჯერ ლეტალურად სრულდება.

ვის შეიძლება დაემართოს დაავადება?

თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმა ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუმცა მოზრდილებში უფრო ხშირად აღირიცხება, ვიდრე ბავშვებში, ქალებში უფრო ხშირად, ვიდრე მამაკაცებში.