loader

რა ფასად ყიდულობს საწვავს მთავრობა ნავთობიმპორტიორი კომპანიებისგან? - როგორია ბოლო მონაცემები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ფასად ყიდულობს საწვავს მთავრობა ნავთობიმპორტიორი კომპანიებისგან? - როგორია ბოლო მონაცემები

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მიმდინარე თვეში, მაისთან შედარებით, შესასყიდი ფასი ბენზინზე 15 თეთრით, დიზელზე 12 თეთრით არის შემცირებული. უფრო კონკრეტულად კი, კონსოლიდირებული ტენდერის თანახმად, 2024 წლის ივნისში, მაისთან შედარებით, მთავრობა ერთ ლიტრ სუპერის ტიპის ბენზინს 2 ლარად და 97 თეთრად შეიძენს. მაისში ამ ტიპის ერთი ლიტრი საწვავის ყიდვა ბიუჯეტს 3 ლარი და 12 თეთრი უჯდებოდა. ტენდერში გამარჯვებული „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაა“. რაც შეეხება საწვავის სხვა ტიპებს, კონსოლიდირებული ტენდერის მიხედვით, ივნისის კონტრაქტით, ერთი ლიტრი პრემიუმ საწვავის ღირებულება 2 ლარი და 69 თეთრია, მაისში კი 2 ლარი და 84 თეთრი ღირდა. აქ გამარჯვებული „რომპეტროლ საქართველოა“. ევრორეგულარის ფასი სახელმწიფო შესყიდვისთვის ერთ ლიტრზე 2 ლარი და 67 თეთრია, მაშინ, როცა მაისში ეს მაჩვენებელი 2 ლარი და 81 თეთრი იყო, აქ კლება 14 თეთრია. ტენდერში გამარჯვებულია „სოკარ პეტროლიუმ ჯორჯია“. როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობა - სამინისტროები და საჯარო უწყებები საწვავს კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე ქვეყანაში მოქმედი ძირითადი ნავთობკომპანიებიდან ყიდულობენ. მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესასყიდი ფასი კი ყოველთვიურად სპეციალური ფორმულის საფუძველზე ახლდება.