loader

მძიმე შემთხვევა ჩეხეთში - ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახა, არიან დაღუპულები და ათობით დაშავებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძიმე შემთხვევა ჩეხეთში - ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახა, არიან დაღუპულები და ათობით დაშავებული

ჩეხეთის რესპუბლიკაში სამგზავრო მატარებლის ავარიას, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

რეგიონის გუბერნატორმა მარტინ ნეტოლიცკიმ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ სამგზავრო და სატვირთო მატარებლები ერთმანეთს შეეჯახა და ერთი ვაგონი რელსებიდან გადავიდა.

„ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეჯახების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა, ათეულმა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო“, - აცხადებს გუბერნატორი.

გავრცელებული ინფორმაციით, სარკინიგზო კომპანია Regiojet-ის მატარებელზე, რომელიც ჩეხეთის დედაქალაქ პრაღიდან სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში მიემგზავრებოდა, 200-300 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევა ქალაქ პარდუბიცესთან ახლოს, პრაღიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით 100 კილომეტრში მოხდა.

შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.