loader

თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებს სიმთვრალეზე შემოწმება მოუწევთ - რა ცვლილებები იგეგმება "საჰაერო კოდექსში" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებს სიმთვრალეზე შემოწმება მოუწევთ - რა ცვლილებები იგეგმება "საჰაერო კოდექსში"

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საჰაერო კოდექსში“ ცვლილებების თაობაზე იმსჯელა. საკითხი კომიტეტის წევრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა, გააცნო.

„კანონპროექტის მიღების შედეგად გაუმჯობესდება ფრენის უსაფრთხოება, რაც უზრუნველყოფილი იქნება ინსპექტირების პროცესის დახვეწით“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მისივე განმარტებით, ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორს მიენიჭება უფლებამოსილება, განახორციელოს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის შემოწმება ალკოჰოლურ სიმთვრალეზე. ამასთან, კანონში შევა რიგი რედაქციული ცვლილებები, რაც უზრუნველყოფილი იქნება მოძველებული შინაარსის ნორმების ამოღებით ან ცვლილებების შეტანით თანამედროვე მოთხოვნებთან კოდექსის ადაპტირების მიზნით. ცვლილება შედის „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის“ ტერმინის განმარტებაში და ყალიბდება ახალი რედაქციით, კერძოდ: „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი − საფრენი აპარატი“. ასევე ეკიპაჟის და ტექნიკური პერსონალის სპეციალური ფორმები დგინდება უშუალოდ ავიაკომპანიის ან საწარმოს მიერ.

წყარო:https://www.bpn.ge