loader

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის - საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის - საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ბაკურციხე-წნორის შემოვლითი ახალი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, საჭიროა ერთი კვირის განმავლობაში, ბაკურციხე-გურჯაანი-ჩუმლაყისა და ბაკურციხე-წნორის საავტომობილო კვანძის დაკეტვა.

„ბაკურციხე-წნორის შემოვლითი ახალი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, საჭიროა განხორციელდეს ბაკურციხე-გურჯაანი-ჩუმლაყის და სატრანსპორტო კვანძის დაერთების სამუშაოები, რისთვისაც საჭიროა ერთი კვირის განმავლობაში, მოხდეს ბაკურციხე-გურჯაანი-ჩუმლაყისა და ბაკურციხე-წნორის საავტომობილო კვანძის დაკეტვა, რათა სამუშაოების წარმოება განხორციელდეს უმოკლეს დროში და მოძრაობის უსაფრთხოების სრული დაცვით აღნიშნულ პერიოდში საავტომობილო მიმოსვლა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის და გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის გამოყენებით!", - წერია დეპარტამენტის განცხადებაში.