loader

"ხელჩართულმა ვიჩხუბე, დასისხლიანებამდე... ძალიან ამაყად ვიარე სახლამდე თმაგაჯეჯილმა და სისხლიანმა" - რა ისტორიას იხსენებს თამარ ჩერგოლეიშვილი ნატალია საბანაძესთან დაკავშირებით? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხელჩართულმა ვიჩხუბე, დასისხლიანებამდე... ძალიან ამაყად ვიარე სახლამდე თმაგაჯეჯილმა და სისხლიანმა" - რა ისტორიას იხსენებს თამარ ჩერგოლეიშვილი ნატალია საბანაძესთან დაკავშირებით?

"ნატა საბანაძე არის უაღრესად თავმდაბალი, გონიერი, უკიდურესად განათლებული, წესიერი და პატრიოტი ადამიანი. მხოლოდ და მხოლოდ ნატას დამსახურებაა ის, რომ კონგრესმა ნატა დაპატიჟა - პირადად მის მიერ გადადგმული ნაბიჯების და მისი შრომის" - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

თამარ ჩერგოლეიშვილი ნატალია საბანაძესთან დაკავშირებით 1990-იან წლებში მომხდარ ისტორიას იხსენებს.

"ნატა საბანაძე არის უაღრესად თავმდაბალი, გონიერი, უკიდურესად განათლებული, წესიერი და პატრიოტი ადამიანი. ის ჩემი ბავშვობის მეგობარია, ერთად ვიარეთ სკოლაში, მასწავლებლებთან, უნივერსიტეტში - ჩემი ბავშვობაა.

მაგრამ ალბათ იცით, რომ მეგობრებს არ ვზოგავ, თუ სამართლიანად ვთვლი. მე და ნატა ხშირად ვყოფილვართ განსხვავებულ პოზიციებზე.

გუშინდელ მოსმენაზეც, რაღაცეებს სხვანაირად ვიტყოდი. მაგრამ ერთია შინაარსის კრიტიკა.

მეორეა მისთვის "გახარიას კუკლას" ძახება მიშას შტერი და უღირსი მონაქალებისგან, რომლებიც სიაში მიშას მონობის ნიშნით მოხვდნენ და ტივტივებენ - რომელთა ერთადერთი პოლიტიკური "დამსახურება" მიშას მორჩილება და მისი "ტუფლების" ამბორია! მხოლოდ და მხოლოდ ნატას დამსახურებაა ის, რომ კონგრესმა ნატა დაპატიჟა - პირადად მის მიერ გადადგმული ნაბიჯების და მისი შრომის.

P.S. ძაან გავცოფდი ვიღაც ბანდერლოგი ქალების ლანძღვა-გინებაზე და 90-იანების ავტობუსი გამახსენდა, გეოგრაფიიდან მოვდიოდით, ისეთი მორიდებულია, ავტობუსში ვიღაც ნაბიჭვრები აწუხებდნენ და ეს ხმას არ იღებდა, სახით მივხვდი, რომ ვიღაც ავიწროებდა და თვალი გავაყოლე.

მერე რაც მოხდა, ყველას გაგაკვირვებთ - ძველ კინოსტუდიასთან, ეს ვიღაც ორი ოღრაში ავტობუსიდან ჩამოვყარე წიხლებით და ხელჩართულმა ვიჩხუბე, დასისხლიანებამდე - ნუ მცემეს იმათაც, ცხადია

ძაან ამაყად ვიარე სახლამდე დიდუბეში თმაგაჯეჯილმა და სისხლიანმა" - წერს ჩერგოლეიშვილი.