loader

“ეს შენ პედოფილური კომენტარებისთვის“ - მის 3 თვის შვილზე “ხუმრობის“ გამო მამაკაცმა იუმორისტს სცენაზე სცემა: შემთხვევა ესპანეთიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ეს შენ პედოფილური კომენტარებისთვის“ - მის 3 თვის შვილზე “ხუმრობის“ გამო მამაკაცმა იუმორისტს სცენაზე სცემა: შემთხვევა ესპანეთიდან

ესპანელ კომიკოსს, ხაიმე კარავაკას, სცენაზე გამოსვლისას მამაკაცი თავს დაესხა.

როგორც დასავლური მედია წერს, კაცმა იუმორისტი მისი სამი თვის შვილის შესახებ "სექსუალური" კომენტარების წერაში დაადანაშაულა.

თავდამსხმელმა, სახელად ალბერტო პუგილატომ, კომიკოსს მოსთხოვა, “პედოფილური“ კომენტარები მისთვის პირადად გაემეორებინა, რასაც რეაქცია არ მოჰყოლია.

როგორც აღმოჩნდა, ალბერტო პუგილატომ X-ზე მის სამი თვის შვილთან ერთად გადაღებული ფოტო განათავსა. მას იუმორსიტმა დაუკომენტარა, რაც მამამ შეურაცხყოფად მიიღო:

„სიამაყე და სიხარული“ - დაწერა ფოტოს აღწერაში პუგილატომ. რასაც კომიკოსმა კომენტარებში ასე უპასუხა:

„ვერავინ შეძლებს გადაარჩინოს თქვენი შვილი “გეობისგან“, თუ ის შავი ... დაავადდა“.