loader

"ასეთი ნაძირლების ხელში მიხეილ სააკაშვილი შემეცოდა... ჰიპოტეტურად მოვითხოვდი, ერთი დღით მაინც გამოუშვან და ჩაახედონ თვალებში" - ბექა ოდიშარია აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართული მოსმენის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ასეთი ნაძირლების ხელში მიხეილ სააკაშვილი შემეცოდა... ჰიპოტეტურად მოვითხოვდი, ერთი დღით მაინც გამოუშვან და ჩაახედონ თვალებში" - ბექა ოდიშარია აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართული მოსმენის შესახებ

"ნატალია საბანაძე ჩვენ რომ გვექლესებოდა, მანამდე სააკაშვილს ექლესებოდა, ახლა გახარიას ექლესება. ასეთი ნაძირლების ხელში მიხეილ სააკაშვილი შემეცოდა... ჰიპოტეტურად მოვითხოვდი, ერთი დღით მაინც გამოუშავან და ნატალია საბანაძეს ჩაახედონ თვალებში" - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენაზე ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ნატალი საბანაძემ განაცხადა, რომ სანქციები მიზნობრივი უნდა იყოს და პიროვნებებს უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა.

„არსებობს დასჯის ზომები, მაგალითად სანქციები, რომლებიც, ვფიქრობ, მიზნობრივი უნდა იყოს, და პიროვნებებს უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა. ეს მოიცავს ვიზის აკრძალვებს, ეს მოიცავს ფინანსურ სანქციებს, მათ შეუძლებლობას გაგზავნონ საკუთარი შვილები ძვირადღირებულ უნივერსიტეტებში აქ, ამ ქვეყანაში [აშშ-ში].

ამას გავლენა აქვს კონკრეტულ ადამიანებზე და ისინი ინდივიდუალურად არიან პასუხისმგებლები. ვფიქრობ, ამან [სანქციებმა] გავლენა არ უნდა იქონიოს მხარდაჭერაზე, ვინაიდან ქართველებს, ქართულ საზოგადოებას, მედიას მეტი მხარდაჭერა სჭირდება დღეს.

და ასევე მჯერა, რომ კიდევ ერთი გადაწყვეტილება უნდა იყოს არჩევნების სიტუაციაზე ძალიან ახლოდან დაკვირვება და არჩევნების დაკვირვებაზე გრძელვადიან პერსპექტივაში დაფიქრება. ვინაიდან, როგორც ვთქვი, მეთოდები იხვეწება. ასე აშკარა არ არის - შეიძლება იყოს - მაგრამ დიდი სისტემა არსებობს პოლიტიკური ველის უწონასწორობაში მოსაყვანად ისე, რომ საბოლოო ჯამში არჩევნები აზრს კარგავს. იქნება შეჯიბრი, ვინაიდან არიან პარტიები და ისინი მონაწილეობას მიიღებენ, მაგრამ ეს შეჯიბრი მხოლოდ ლეგიტიმურობას იძლევა და ნამდვილი ცვლილების შანსს არა. ასე რომ, ეს უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა საბანაძემ.