loader

ემუქრება თუ არა საფრთხე ჩვენს საპენსიო დანაზოგს - რას პასუხობენ პრეზიდენტის სკანდალურ განცხადებას? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ემუქრება თუ არა საფრთხე ჩვენს საპენსიო დანაზოგს - რას პასუხობენ პრეზიდენტის სკანდალურ განცხადებას?

ხელისუფლება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, სააგენტო, ფაქტობრივად, მთავრობის დაქვემდებარებაში ექცევა. ცვლილებები ითვალისწინებს საინვესტიციო საბჭოს გაუქმებას და ამასთანავე, მოიცავს მუხლს, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეების მიერ დაგროვილი საპენსიო დანაზოგები შესაძლოა, რისკიან პროექტებში ჩაიდოს და გაიცეს კრედიტებიც.

ეს მცირე ჩამონათვალია იმ ცვლილებისა, რომელიც კანონში უნდა განხორციელდეს. არაერთი შეფასება გავრცელდა დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, მათ შორის, 3 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპენსიო სააგენტოში დაგეგმილ ცვლილებებს „მავნებლობა“ უწოდა. ამასთანავე, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს საპენსიო ფონდის მთავრობის ხელში გადატანა, რაც საშიში მიმართულებაა.