"ვიდეოში გარკვევით ჩანს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელიც აცილებს "ბანდიტების" ავტომობილებს" - რა კადრებს აქვეყნებს ლევან ხაბეიშვილი?
"ენმ-ის ოფისზე თავდამსხმელები 10-ობით ავტომობილით ტოვებენ ტერიტორიას, თავდასხმიდან 2 წთ-ში, "იდეალის" საპარკინგე სივრციდან.
ვიდეოში გარკვევით ჩანს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელიც აცილებს "ბანდიტების" ავტომობილებს და მხოლოდ ამის შემდეგ იძვრება ენმ-ის ცენტრალური ოფისისკენ, საიდანაც მიიღეს შეტყობინება ბანდფორმირების თავდასხმის შესახებ.
მე-4 დღეა და 100-მდე ადამიანიდან არცერთი ( ) არ დაუკავებიათ ..
თავად მოაცილა და თავად გააცილა გომელაურის უწყებამ და შესაბამისად, გასაგებია, რომ არაფერს გამოიძიებენ" - ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.