"ეს სიმპტომი ამ დაავადებისთვის ყველაზე მეტად არის დამახასიათებელი" - რას ამბობს ალექსანდრე გოგინავა ინფექციაზე, რომელიც ბავშვებში ყველაზე მეტად არის გავრცელებული
ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში მსგავსი შინაარსის შეკითხვებს ხშირად შეხვდებით. ბოლო დროს ბევრ დედას გაუგონია ეს დიაგნოზი - მეხუთე ვირუსი, მეხუთე დაავადება, სიმპტომებზე, რომლებიც ძალიან ჰგავს ბატონებს.
რა არის ე.წ. მეხუთე დაავადება, როგორია მისი სიმპტომები და მკურნალობის ტაქტიკა. როგორც ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ამბობს, ეს არის მწვავე ვირუსული ინფექცია, გადამტანები კი ძირითადად ბავშვები არიან. ხშირ შემთხვევაში ინფექცია მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს. სიმპტომების გამოვლენამდე დაავადება შესაძლოა უკვე გადამდები იყოს.