loader

"კიდევ ერთხელ მოვყვები, რა მოხდა... ამ რეჟიმისგან გასაკვირი არაფერია! დამიჭირეთ, არსად გაქცევას არ ვაპირებ" - რას ამბობს დათა კუპრავა, რომელსაც ნინო წილოსანი ადევნებაში ადანაშაულებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კიდევ ერთხელ მოვყვები, რა მოხდა... ამ რეჟიმისგან გასაკვირი არაფერია! დამიჭირეთ, არსად გაქცევას არ ვაპირებ" - რას ამბობს დათა კუპრავა, რომელსაც ნინო წილოსანი ადევნებაში ადანაშაულებს

მოქალაქე დათა კუპრავა, რომელსაც "ქართული ოცნების" დეპუტატი" ნინო წილოსანი ადევნებაში ადანაშაულებს, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

"მოკლედ, კიდევ ერთხელ მოვყვები, რა მოხდა.

გუშინ, საღამოს საათებში მივაკითხე ჩემს მეუღლეს სამსახურში, სადაც ყოველდღიურად ვაკითხავ. გავჩერდი 1-2 საათი, რასაც ასახავს ვიდეოჩანაწერები. მას შემდეგ, რაც ობიექტი დავტოვეთ და ჩავჯექით მანქანაში, დავძარი მანქანა, დავინახე ნინო წილოსანი, რომელიც აძლევდა ინტერვიუს პროპაგანდისტულ არხებს. გავუარე, დავასიგნალე და მოღალატე ვუწოდე. შემდეგ მოვატრიალე მანქანა და ასევე სიგნალით წავედი ე.წ. ახალი გზის მიმართულებით.

სახლში მისულს დამხვდა პოსტი, თითქოს მე მას ველოდებოდი, ვუთვალთვალებდი და ვემუქრებოდი, რაც თავისთავად ტყუილია. იქ იდგა პოლიციის მანქანაც.

ახლა ნინო წილოსანი იმუქრება ჩემი დაკავებით ადევნების და მუქარის ბრალდებით.

მე პრობლემა არ მაქვს, მივცემ ჩვენებას მაგისტრანტ მოსამართლესთან, როცა დამირეკავენ, თუმცა ეს არ არის კონკრეტულად ჩემ წინააღმდეგ მიმართული, ეს არის ყველა აქტიური მოქალაქის მიმართ დაშინება, რომ ჩვენ აღარ გავბედოთ პროტესტის ხმამაღლა გამოხატვა!

სიტყვა მოღალატეს წოდება სრულად ჯდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ხოლო ადევნების და მუქარის განმარტება აშკარად არ იცის წილოსანმა. ამიტომ შემიძლია დავულინკო სისხლის სამართლის კომენტარები.

თუმცა ამ რეჟიმისგან გასაკვირი არაფერია. მე არაფრის მეშინია, სიმართლის და ქვეყნისთვის ბრძოლისთვის თუ დამიჭერთ, დამიჭირეთ, არსად გაქცევას არ ვაპირებ" - წერს დათა კუპრავა.