loader

“მე გავაკეთებ განაცხადს რომ თქვენ დაგასანქცირონ პარლამენტის წესების მიხედვით“- რა ვიდეოს აქვეყნებს ჟურნალისტი, რომელსაც პარლამენტში შესვლა ერთი თვით შეეზღუდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მე გავაკეთებ განაცხადს რომ თქვენ დაგასანქცირონ პარლამენტის წესების მიხედვით“- რა ვიდეოს აქვეყნებს ჟურნალისტი, რომელსაც პარლამენტში შესვლა ერთი თვით შეეზღუდა

“მთავარი არხის“ ინფორმაციით, დეპუტატ ნინო წილოსანის მოთხოვნის საფუძველზე, მათ ჟურნალისტს ნინი ბალანჩივაძეს საქართველოს პარლამენტის შენობაში შესვლა ერთი თვით შეეზღუდა.

ჟურნალისტი ვიდეოს აქვეყნებს და წერს:

“ამ “უუუუმწვავესი” კითხვების გამო 1 თვე ვერ შევალ პარლამენტში. წარმოგიდგენიათ რა კითხვები დავუსვი დეპუტატს ? და რა გავუბედე? და საერთოდაც ის წარმოგიდგენიათ, როგორ არ დავემორჩილე ბრძანებას და კამერა ეგრევე არ გავთიშე?

ნინომ დისკომფორტი იგრძნო და ეს აღმოჩნდა მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეძლო ალბათ ჰგონია, რომ პარლამენტი მისი საკუთრებაა და სულ ასე იქნება. ძალიან სამარცხვინოები ხართ. არასდროს მსგავსი რამ არ მითქვამს და არც ერთი დეპუტატისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენია, მაგრამ ახლა ვამბობ ყველა ერთმანეთზე უარესი სამარცხვინოა, ვინც კითხვის დასმის გამო ჟურნალისტს უწყვეტს აკრედიტაციას, ნინოს სურვილებისამებრ.

პ.ს ცხადია, ამ საცოდაობით მე არაფერი მაკლდება. ისე, უნდა გახსოვდეთ, რომ დეპუტატები მიდიხართ და მოდიხართ, ჩვენ, ჟურნალისტები, ვრჩებით.