loader

"ძალიან იჩქარა, შეშინებულმა დაწერა პოსტი და თქვა, რომ უბრალოდ ვაკეში ცოლს გაუარა... ჩემს ზურგს უკან ჩანს ეს ავტომანქანა" - ნინო წილოსანის თქმით, მას დაემუქრნენ: რა ვიდეოს აქვეყნებს დეპუტატი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძალიან იჩქარა, შეშინებულმა დაწერა პოსტი და თქვა, რომ უბრალოდ ვაკეში ცოლს გაუარა... ჩემს ზურგს უკან ჩანს ეს ავტომანქანა" - ნინო წილოსანის თქმით, მას დაემუქრნენ: რა ვიდეოს აქვეყნებს დეპუტატი

"ადამიანმა, რომელმაც ჩემ მიმართ დანაშაული - ადევნება ჩაიდინა, საქმე ჩემ მიერ დაწერილი პოსტის შემდეგ ძალიან გააიოლა და პრაქტიკულად თავადვე აღიარა ჩადენილი დანაშაული. ძალიან იჩქარა, შეშინებულმა დაწერა პოსტი და თქვა, რომ უბრალოდ ვაკეში ცოლს გაუარა, დამინახა, დამისიგნალა და მოღალატე დამიძახა, თუმცა:

1. საჯაროდ, აქვე წარმოვადგენ ჩემთან ჩაწერილი კომენტარის ბოლო წამებს, სადაც ჩემს ზურგს უკან ჩანს ეს ავტომანქანა. სწორედ ამის შემდეგ, დაელოდა კამერების გამორთვას და შემდეგ განახორციელა მუქარა.

2. ⁠ჩემ მიერ გუშინ გამოქვეყნებული ვიდეოჩანაწერი არის იგივე ადამიანი და ავტომანქანა, რომელიც უკვე მეორე წრეზე იყო. ჩანაწერშივე ისმის ადამიანის ხმა "კიდე მოდის".

3. ⁠თუ მის პოსტებსაც გადავხედავთ, კარგად ჩანს მისი აქტივიზმიც, მის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივაციაც და ისიც, რომ სულ ტყუილად და თავის დასაძვრენად აგინებს "ნაცებს". ის უერთდება და აზიარებს "ნაცმოძრაობის" მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქტივობებს, რომელიც მათ მიერვე მოგონილ "რუსულ" თემებს შეეხება.

შესაბამისად, არსებობს ქმედებაც, მისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც, მოტივიც და ისიც ფაქტია, რომ ადამიანი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, აშკარად იტყუება და ამისი მტკიცებულებებიც არსებობს!

ფაშიზმზე ყველამ უნდა აგოს პასუხი!" - წერს ნინო წილოსანი.