loader

"ძალიან დიდი პროვოკაციები მზადდება, ძალიან ბევრი დაპატიმრებები იქნება" - რა თქვა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძალიან დიდი პროვოკაციები მზადდება, ძალიან ბევრი დაპატიმრებები იქნება" - რა თქვა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე?

"ნაციონალურ მოძრაობას მე მინდა მოვუწოდო, რომ დავთვალოთ რამდენი რეიტინგი აქვს ყველა პარტიას, ჩვენ ვართ მზად, როგორც პარტია, ჩვენი კვოტების ნახევარი გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს. მთლიანად განაწილება არ გამოვა, იმიტომ, რომ ამომრჩეველი წარმოდგენილი უნდა იყოს, თორემ ამის გამკეთებლებიც ვიყავით. ნახევარი ჩვენი, რაც რეიტინგი დაჯდება, წინასწარ კვოტების მთლიანად გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს, ოღონდ გავერთიანდეთ, ერთიანობას ამ სიტუაციაში არ აქვს არანაირი ალტერნატივა. ძალიან დიდი პროვოკაციები მზადდება, ძალიან ბევრი დაპატიმრებები იქნება ალბათ, იგორ ნარმანიას იჭერენ, ზურა ჯაფარიძეს უპირებენ დაჭერას, ნოდარ მანაგაძეს და უამრავ სხვა ადამიანს", - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.