დედაქალაქის ქუჩებში კონტროლიორები ისევ გამოჩნდნენ
რამდენიმე კვირაა ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში კონტროლიორები და ქუჩებში თბილისის პარკინგის თანამშრომლები აღარ ჩანდნენ.
როგორც დედაქალაქის მერიაში განგვიცხადეს, აღნიშნული სპეციალურ გადასამზადებელ კურსს უკავშირდება, რომელსაც თანამშრომლები გადიან. ორი დღეა კონტროლიორები თბილისის ქუჩებში ისევ გამოჩნდნენ.