loader

"ის ორჯერ რომ წაიქცა, მგონი, თავისივე ელექტროშოკმა დაარტყა" - ცოტნე კობერიძე მასზე თავდასხმის ახალ კადრებს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ის ორჯერ რომ წაიქცა, მგონი, თავისივე ელექტროშოკმა დაარტყა" - ცოტნე კობერიძე მასზე თავდასხმის ახალ კადრებს აქვეყნებს

სახლთან, ავტობუსის გაჩერებაზე დამხვდნენ: ელექტროშოკებით, ეცადნენ ცემას, ვერ შეძლეს, - აღნიშნულის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ცოტნე კობერიძე სოციალურ ქსელში წერს.

„სახლთან, ავტობუსის გაჩერებაზე დამხვდნენ ელექტროშოკებით, ეცადნენ ცემას, ვერ შეძლეს, ბევრი კარგი ადამიანი ამომიდგა გვერდში. დიტო სამხარაძე კონკრეტულად, მე გპირდები, რომ ცუდად დაამთავრებ“, - წერს კობერიძე.

მოგვიანებით ცოტნე კობერიძემ კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა მინაწერით - "სრული პროცესი არაა, მაგრამ ბოლოს ასე მოხდა" - სადაც ჩანს, როგორ ეცემა ერთ-ერთი თავდამსხმელი მიწაზე ორჯერ.

"ის ორჯერ რომ წაიქცა, მგონი, თავისივე ელექტროშოკმა დაარტყა..

რომ წაიქცა, იმან, უეჭველი, შიშისგან უნებურად ჯიბეში ხელი ელექტროშოკერს დააჭირა და ლამის დედა მ****...

თავისუფლად შეიძლებოდა ამათი დაკავება და ხეზე მისკოჩვა...

აუ, რა ოქრო ხალხია, ვინც დაგეხმარა..."

ტიპებს როგორ გაუმართლათ რომ ცოტნე ჭკვიანთან ერთად ძალიან კეთილი ადამიანია და ძალადობა მართლა არ უყვარს, თორემ ხომ ხვდებით ცოტნეს ადგილას ვინმე ცოტა მეტად აგრესიული ამ ორს რას დამართებდა...

ეს შპანა ყველაფერზე წამსვლელია, ეს ორი ავადმყოფური გარეგნობის, სავარაუდოდ ნარკოტიკების სანაცვლოდ ჰყავთ დაგეშილები. ვერც კი ხვდებიან, რომ ხვალ მიატოვებენ და პასუხს აგებინებენ ამ ამაზრზენ საქციელზე" - წერენ ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელების მომხმარებლები.