loader

"გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ყოველი "აღშფოთებული მოქალაქის" უკან "ნაციონალური მოძრაობის" ცუდად შენიღბული აქტივისტი დგას" - რას წერს შალვა პაპუაშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ყოველი "აღშფოთებული მოქალაქის" უკან "ნაციონალური მოძრაობის" ცუდად შენიღბული აქტივისტი დგას" - რას წერს შალვა პაპუაშვილი?

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ყოველი "აღშფოთებული მოქალაქის" უკან "ნაციონალური მოძრაობის" ცუდად შენიღბული აქტივისტი დგას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" ყოველი აქტივისტის უკან - "ევროპის სახალხო პარტია".

სამწუხაროა, რომ დღეს ეს იქცა ევროპის ხელწერად საქართველოში”, - წერს შალვა პაპუაშვილი და ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ უმრავლესობის დეპუტატს, ვიქტორ სანიკიძეს “მონას“ და „მოღალატეს“ უწოდებენ.

აღნიშნულს გამოეხმაურა თავად სანიკიძეც და განაცხადა: "გულანთებული ადამიანების უკან რატომღაც სულ ნაციონალური მოძრაობის აქტივი აღმოჩნდება-ხოლმე. ასე მოხდა ამ ახალგაზრდა ქალის შემთხვევაში, რომელსაც ფაშიზმიც არ გამოსდის მისი დიდი სურვილის მიუხედავად და თავისივე ტყუილებში იბლანდება როგორც სხვა ყველა ჭეშმარიტი ნაცი".