loader

"100-მდე შეიარაღებულმა "ტიტუშკამ" დალეწა "ნაცმოძრაობის" ცენტრალური ოფისი... ცდილობდნენ შემოჭრას, სადაც არასრულწლოვან შვილთან ერთად ვიყავი" - რას ამბობს ხაბეიშვილი, კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"100-მდე შეიარაღებულმა "ტიტუშკამ" დალეწა "ნაცმოძრაობის" ცენტრალური ოფისი... ცდილობდნენ შემოჭრას, სადაც არასრულწლოვან შვილთან ერთად ვიყავი" - რას ამბობს ხაბეიშვილი, კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება

100-მდე შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა „ტი­ტუშ­კამ“ პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით და­ლე­წა „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ცენ­ტრა­ლუ­რი ოფი­სი და ცდი­ლობ­დნენ შიგ­ნით შე­მოჭ­რას. ხის შუ­ბე­ბით და­ლე­წეს ყვე­ლა­ფე­რი. ასე იქ­ცე­ვა მხდა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ასე იქ­ცე­ვი­ან რუ­სეთ­ში, - გა­ნა­ცხა­და „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

მისი თქმით, ეს არის ის ენა, რი­თაც სურს ივა­ნიშ­ვილს ელა­პა­რა­კოს ქარ­თველ ხალ­ხს.

"100-მდე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი „ტი­ტუშ­კა“ თავს და­ეს­ხა და პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით და­ლე­წეს „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ცენ­ტრა­ლუ­რი ოფი­სი და ცდი­ლობ­დნენ შიგ­ნით შე­მოჭ­რას, სა­დაც ვი­ყა­ვი ჩემს 14 წლის არას­რულ­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად. ხის შუ­ბებს ეს­როდ­ნენ ოფისს და ჩა­ლე­წეს ყვე­ლა­ფე­რი. ეს არის, როცა სა­ლა­პა­რა­კო არ აქვს ივა­ნიშ­ვილს, ასეთ რა­ღა­ცებს გეგ­მავს ჩუ­მად, ღა­მით მო­პარ­ვით. ეს არის ის ენა, რი­თაც სურს ივა­ნიშ­ვილს ელა­პა­რა­კოს ქარ­თველ ხალ­ხს. პო­ლი­ცია მო­ვი­და ერთი სა­ა­თის შემ­დეგ. ეს არის პო­ლი­ცი­ას­თან, სუს-თან ერ­თად და­გეგ­მი­ლი ოპე­რა­ცია. პო­ლი­ცია ყვე­ლა­ფერს უყუ­რებ­და, ყვე­ლა ავ­ტო­მო­ბი­ლის ამოც­ნო­ბა არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

მინ­და ყვე­ლას ეს­მო­დეს, რომ ერთი წა­მი­თაც არ უნდა შეგ­ვე­შინ­დეს. ძლი­ე­რი ასე არ იქ­ცე­ვა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ფიქ­რობს და ზრუ­ნავს ხალ­ხზე ასე არ იქ­ცე­ვა, ასე იქ­ცე­ვი­ან სუს­ტე­ბი, მხდა­ლე­ბი ანუ ივა­ნიშ­ვი­ლი და მისი ბან­და. ასე იქ­ცე­ვი­ან რუ­სეთ­ში.

მთა­ვა­რი გვე­ლო­დე­ბა წინ და კი­დევ ერთხელ მინ­და ვთქვა, რომ ამ ივა­ნიშ­ვი­ლის „ტი­ტუშ­კე­ბის“ არა­ვის არ ეში­ნია. მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლია მათი და­სას­რუ­ლი, იცი­ან ეს და სა­ლა­პა­რა­კო მათ არა­ფე­რი დარ­ჩე­ნი­ათ, მხო­ლოდ ძა­ლა­დო­ბა და მეტი არა­ფე­რი.“ - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა.