loader

რუსთავში, კორპუსიდან 17 წლის გოგო გადმოვარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთავში, კორპუსიდან 17 წლის გოგო გადმოვარდა

რუსთავში საცხოვრებელი კორპუსიდან გოგო გადმოვარდა. როგორც მეზობლები ჰყვებიან, 17 წლის გოგო მე-5 სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

„ხმაური გავიგონე, გადმოვიხედე და გოგო ეგდო დაბლა“, - ამბობს კორპუსის მცხოვრები.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.