loader

"გუშინ,, ღამე, მუქარის შემცველი ზარი მივიღე! ახლა მინდა ვუთხრა ამ დაქირავებულ მხდალ ადამიანებს..." - თინა ბოკუჩავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გუშინ,, ღამე, მუქარის შემცველი ზარი მივიღე! ახლა მინდა ვუთხრა ამ დაქირავებულ მხდალ ადამიანებს..." - თინა ბოკუჩავა

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განაცხადებით, გუშინ ღამით მობილურ ტელეფონზე მუქარისშემცველი ზარი მიიღო.

დეპუტატის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით აპირებს მიმართოს, მათ შორის, სასამართლოს.

„გუშინ, ღამის 12-ის ნახევარზე, მივიღე ზარი კონკრეტული ნომრიდან. ამავე ნომრიდან ათობით ჩემს გარემოცვაში ასევე მიიღო მუქარის შემცველი ზარი. ამ ადამიანმა იცოდა ჩემი ოჯახის ყველა წევრის ნომერი, რაც ბუნებრივია, მიუთითებს იმაზე, რომ ისინი კონკრეტული დავალებით რეკავენ.

მე ვაპირებ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მივმართო მობილური ქსელების ოპერატორებს, ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და სასამართლოს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებს მოუწევთ, უმკაცრესი წესით აგონ პასუხი კანონის წინაშე.

ახლა მინდა ვუთხრა ამ დაქირავებულ მხდალ ადამიანებს, რომ არც მათი და არც მათი შეშინებული დამქირავებლის საქართველოში არავის ეშინია“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.