loader

"უზრდელო, შენ" - კადრები ბათუმის საკრებულოდან, სადაც ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წევრები დაუპირისპირდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უზრდელო, შენ" - კადრები ბათუმის საკრებულოდან, სადაც ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წევრები დაუპირისპირდნენ

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაურია. ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წევრები დაუპირისპირდნენ. მხარეებს შორის შელაპარაკება გამოიწვია სატელეფონო ზარებმა. კერძოდ, ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის დავალებით, აქციის მონაწილეებს, ბავშვებს და სტუდენტებს ტელეფონით ემუქრებიან და აშანტაჟებენ.

აღნიშნული განცხადების გამო მხარეებს შორის სიტუაცია დაიძაბა. ფიზიკური დაპირისპირების მცდელობა საკრებულოს წევრებმა განმუხტეს.

"შენს შვილზე რომ დაგირეკავენ და დააშანტაჟებენ, უხერხულია. სოლიდარობას ვითხოვ, მშობლებს რომ აწიოკებენ. მშობელი ხართ, ბატონო რამაზ. უზრდელი ხარ, რიჩარდ სირაბიძე”, - მიმართეს ოპოზიციის წევრებმა.

თავის მხრივ, "ქართული ოცნების” წევრები პარტია "ახალის" წარმომადგენლებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ და ტყუილში ადანაშაულებდნენ.

"საქართველოს პარლამენტის შენობაზე წარწერებს რომ ტოვებენ, ესაა კარგი? გაუზრდელი ხართ სახლიდან გამოსული. რა გჭირთ", - მიმართეს მმართველი გუნდის წევრებმა.

ავტორი: მარიკო კეკელიძე