loader

"დედა არ ჰყავს, მამა გარდაიცვალა, ძალიან მძიმე ცხოვრება ჰქონდა, საშინელება ტრიალებს" - რას ამბობს ოჯახის ახლობელი ტრაგიკულად დაღუპულ 24 წლის მამაკაცზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დედა არ ჰყავს, მამა გარდაიცვალა, ძალიან მძიმე ცხოვრება ჰქონდა, საშინელება ტრიალებს" - რას ამბობს ოჯახის ახლობელი ტრაგიკულად დაღუპულ 24 წლის მამაკაცზე?

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას თბი­ლის­ში ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა გუ­შინ, გვი­ან ღა­მით მოხ­და. შე­შე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა მო­ტო­ციკ­ლეტს შე­ე­ჯა­ხა. მო­ტო­ციკ­ლის მძღო­ლი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. გარ­დაც­ვლი­ლი მა­მუ­კა ქო­ბუ­ლი­აა, რო­მე­ლიც "გლო­ვო­ში" მუ­შა­ობ­და კუ­რი­ე­რად.

როგორც "პალიტრავიდეოს" ოჯახის ახლობელი უყვება, მას მშობლები არ ჰყავს:

"მამუკას დედა არ ჰყავს, მამა გარდაცვლილია. ძალიან მძიმე ცხოვრება ჰქონდა. ცხოვრებისგან ყველანაირად დაჩაგრულია. ცოლი და 2 შვილი დარჩა. საშინელება დატრიალდა" - გვეუბნება ახლობელი.