loader

"რი­სიც გვე­ში­ნო­და, ის მოხ­და" - როგორია ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რი­სიც გვე­ში­ნო­და, ის მოხ­და" - როგორია ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

"ზუ­რას მდგო­მა­რე­ო­ბა მე­ტის­მე­ტად მძი­მეა. რი­სიც გვე­ში­ნო­და, ის მოხ­და. ტვი­ნის ვე­გე­ტა­ტი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, ტვი­ნის უფუნ­ქცი­ოდ ყოფ­ნა - სამ­წუ­ხა­როდ, რე­ა­ლუ­რად ეს მდგო­მა­რე­ო­ბაა. ეს არც ვი­ცით, რე­ა­ლუ­რად რამ­დენ ხანს შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს. არა­ნა­ი­რი და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კაც არ არის, ღმერ­თზე ვართ თა­ვი­დან ბო­ლომ­დე მინ­დო­ბი­ლი" - ამბობს მსა­ხი­ობ ზურა ბე­რი­კაშ­ვილის ნათესავი, მსა­ხი­ო­ბი ნიკო ნა­ნი­ტაშ­ვი­ლი ambebi.ge-სთან საუბრისას.

მისივე თქმით, ზურა ბერიკაშვილი კო­მა­ტო­ზუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­ვი­და, მაგ­რამ არა­ნა­ი­რი რე­აქ­ცია არ აქვს.

"კარ­გა ხა­ნია აქ ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ. ამ ეტაპ­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით კლი­ნი­კა­შია, მაგ­რამ ალ­ბათ მოგ­ვი­წევს სახ­ლში გად­მოყ­ვა­ნა... კო­მა­ტო­ზუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­ვი­და, მაგ­რამ არა­ნა­ი­რი რე­აქ­ცია არა­ფერ­ზე არ აქვს, მცი­რე ში­ნა­გა­ნი რეფ­ლექ­სე­ბის გარ­და" - ამბობს ნა­ნი­ტაშ­ვი­ლი.

ცნობისთვის, ზურა ბე­რი­კაშ­ვილს რამდენიმე თვის წინ მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა - მას გული გა­უ­ჩერ­და. მანანა ბერიკაშვილის ინფორმაციით, 15-20 წუთის განმავლობაში გული გაჩერებული იყო, რამაც ძალიან დიდი პრობლემები გამოიწვია. ზურა ბერიკაშვილი გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს, ახლა კი ისევ საქართველოში დააბრუნეს, სადაც მკურნალობას განაგრძობს.