loader

უმძიმესი კადრები - მექსიკაში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას, მერობის კანდიდატს თავდამსხმელი უკნიდან მიეპარა და რამდენჯერმე ესროლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმძიმესი კადრები - მექსიკაში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას, მერობის კანდიდატს თავდამსხმელი უკნიდან მიეპარა და რამდენჯერმე ესროლა

მექსიკაში ქალაქ კოიუკა დე ბენიტესის მერობის კანდიდატი ხოსე ალფრედო კაბრერა ბარიენტოსი დახვრიტეს. ეს არის მეექვსე პოლიტიკოსი გერეროს რეგიონიდან, რომელიც საარჩევნო კამპანიის დროს მოკლეს.

უცნობი თავდამსხმელი პოლიტიკოსს უკნიდან მიეპარა, როცა ის ამომრჩევლებთან ერთად კალათბურთის მოედანზე იდგა და ბარიენტოსს თავში ესროლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბარიენტოსი გარდაიცვალა, დამნაშავეს კი პოლიციამ ესროლა.

El Universal იუწყება, რომ ამ რეგიონში წინასაარჩევნო კამპანიის დროს მერობის ხუთი და დეპუტატობის ერთი კანდიდატი მოკლეს.