"ამ ერთხელაც სიტყვაზე მენდეთ" - მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
"ყველა, ვინც აქამდე ქვეყნიდან წასვლაზე ფიქრობდით, ახლა ეს გეგმა ზუსტად 150 დღით უნდა გადადოთ და შემდეგ წასვლაც აღარ დაგჭირდებათ.
ამ ერთხელაც სიტყვაზე მენდეთ - ის ევროპა, საითკენაც მიისწრაფვით, აქ გვექნება, ბევრად უკეთესი ფორმით" - წერს სააკაშვილი.