loader

“ეს ეხება ჩემს ოჯახს და ჩემი ექვსი შვილიდან სამს, რომელთათვისაც ეს შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს” - რას წერს ირინა სარიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ეს ეხება ჩემს ოჯახს და ჩემი ექვსი შვილიდან სამს, რომელთათვისაც ეს შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს” - რას წერს ირინა სარიშვილი

“ეხება ჩემს ოჯახს და ჩემი ექვსი შვილიდან სამს, რომელთათვისაც, ისევე, როგორც ყველასთვის, ეს შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს” – ამის შესახებ ყოფილი პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს და რუსული კანონის მიღებით გამოწვეულ საფრთხეებზე საუბრობს.

“სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის გამიზნული პროგრამების აბსოლუტური უმრავლესობა ფინანსდება მონების მიერ მასონებად შერაცხული ადამიანების და ფონდების მიერ. შესაბამისად, ყველა ეს პროგრამა გაჩერდება.

ეს მხოლოდ ერთი დეტალია იმ გლობალური საფრთხეებიდან, რაც ჩვენს ქვეყანას ემუქრება რუსული კანონის მიღების შემდეგ, მაგრამ ეს დეტალი კონკრეტულად ეხება ჩემს ოჯახს და ჩემი ექვსი შვილიდან სამს, რომელთათვისაც, ისევე, როგორც ყველასთვის, ეს შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს.

ამიტომ – თუ აქამდე ჩემს პირად ურთიერთობებს მკვეთრად ვმიჯნავდი არაპირადისგან და იმასაც ვუშვებდი, რომ ზოგიერთი ჩემი მეგობარი, ახლობელი, ნათესავი თუ უბრალოდ კარგი ნაცნობი შეიძლება კარგად ვერ ხვდებოდეს, რას და ვის უჭერს მხარს, დღეის ამას იქით ეს უკვე გამორიცხულია, რადგან ვინც ამ სტატუსს კითხულობს, შეუძლებელია ვერ მიხვდეს, რომ ჩემი შვილებისთვის შექმნილ საფრთხეზე ვლაპარაკობ. არ მინდა არც მეგობარი და არც ნათესავი, ვინც ამის მერე გააგრძელებს ამ მონებისთვის ტაშის დაკვრას.

ვისაც ჩემი შვილები ფეხზე ჰკიდია და თან ჩემთან ურთიერთობა აქვს, ვინც არ უნდა იყოს, ხაზს ვუსვამ – ვინც არ უნდა იყოს, ჩემთვის მკვდარია აქაც და რეალშიც.ვემშვიდობები ყველას! P.S. გავიმარჯვებთ სახელოვნად!”