მძიმე ავარია თბილისში - არის მსხვერპლი
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - ღამით შეშელიძის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომანქანა მოტოციკლეტს შეეჯახა. მოტოციკლის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წყარო: "მთავარი არხი"