loader

“ყველა დეტალი წარმოებულია საქართველოში“ - თბილისის მერმა ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი საზეიმოდ გახსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ყველა დეტალი წარმოებულია საქართველოში“ - თბილისის მერმა ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი საზეიმოდ გახსნა

დღეიდან, ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელ ხიდზე მოძრაობა უკვე შესაძლებელი იქნება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გუშინ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის პროექტი დამთავრებულია. მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები. 30 მაისიდან, 12:00 სთ-დან, შესაძლებელი იქნება ამ ხიდის გამოყენება ავტომობილებისთვის.

ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. მსგავსი მასშტაბური პროექტი ბოლო ათწლეულებია თბილისში არ განხორციელებულა, - განაცხადა კალაძემ.