loader

ვინ არის და რას წერს ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ვიქტორ ჯაფარიძეს აგინა, დეპუტატმა კი მას ფორთოხალი ესროლა? - "მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ იცოდეთ..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის და რას წერს ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ვიქტორ ჯაფარიძეს აგინა, დეპუტატმა კი მას ფორთოხალი ესროლა? - "მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ იცოდეთ..."

მოქალაქე, რომელმაც "ხალხის ძალის" დეპუტატს, ვიქტორ ჯაფარიძეს, აგინა, ლექსო სამხარაძეა. მისი თქმით, ბილწსიტყვაობა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც მანქანიდან დედა შეაგინეს.

"მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ იცოდეთ. მე სანამ ბილწსიტყვაობას დავიწყებდი, მხოლოდ პოლიტიკურ მესიჯებს ვავრცელებდი, ისეთს, როგორიც ვიდეოს დასაწყისშია. ჩემი გინება მოჰყვა იმათი მხრიდან დედის შეგინებას მანქანიდან.

საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, ჩემს ფბ და მესენჯერს აკონტროლებდეს სუს-ი. თუნდაც ამ ვიდეოს ჩაწერამდე ვესაუბრე, მესენჯერის საშვალებით, ჩემ მეგობარს, რომ მისვლას ვაპირებდი მაღაზიაში და ფორთოხლის ფულის გადახდას. რაც საკმაოდ კომიკური გამოვიდოდა, რასაც კოლაბორანტის მისვლა და ფორთოხლის საფასურის გადახდა მოჰყვა )) ჩემი აზრით, ასეთ ეროვნულ ტალანტს თავში არც კი დაებადებოდა აზრი, ბოდიში მოეხადა და ფორთოხლის ღირებულება გადაეხადა.

მადლობა მინდა გადავუხადო მაღაზიის მფლობელს და გამყიდველს, ძალიან კარგი პასუხისთვის, რასაც ვიდეოში ვუსმენთ და მადლობა ეკუთვნით იმ სტიკერებისთვის, რომლებიც სამოქალაქო პასუხისმგებლობას გამოხატავს. აუცილებლად გავიცნობ ამ კარგ ხალხს.

წინააღმდეგობა რუსულ რეჟიმთან უნდა გაგრძელდეს გამარჯვებამდე.

არ უნდა შეგვეშინდეს ციხის, გალახვის, სამსახურის დაკარგვის და სხვა რეპრესიების.

რუსეთის იმპერიასთან და მაგათ აგენტურასთან ბრძოლა არასოდეს ყოფილა მარტივი.

ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ" - წერს ლექსო სამხარაძე.