loader

“ვაზიანის ამერიკული სამხედრო ტრენერების ცენტრთან ერთად, ჩინელებისთვის ანაკლიის (ლაზიკის) გადაცემას აპირებენ” - რას წერს მიხეილ სააკაშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ვაზიანის ამერიკული სამხედრო ტრენერების ცენტრთან ერთად, ჩინელებისთვის ანაკლიის (ლაზიკის) გადაცემას აპირებენ” - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმის გამოცხადდება საქართველოსთვის უმსხვილესი გეოპოლიტიკური მარცხი და დასავლეთისგან დისტანცირებისკენ გადადგმული გიგანტური ნაბიჯია.

როგორც მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დღეს ჩინეთი და რუსეთი ერთი და იგივეა.

„ამასობაში, ვაზიანის ამერიკული სამხედრო ტრენერების ცენტრთან ერთად, ჩინელებისთვის ანაკლიის (ლაზიკის) გადაცემას აპირებენ.

ეს საქართველოსთვის უმსხვილესი გეოპოლიტიკური მარცხი და ჩვენი დასავლეთისგან დისტანცირებისკენ გადადგმული გიგანტური ნაბიჯია.

ჩინელები და რუსები დღეს ერთი და იგივეა და სტრატეგიულ აქტივებში მათი შემოყვანა სასიკვდილო მარცხის მატარებელია“,- წერია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.