საგანგაშო კადრები: ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია დაიმეწყრა - “წყალმა წაიღო ავტობუსის მოსაცდელი, ტრანსფორმატორი და მწვანე პატარა ჯიხური“
ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელი ლელა რაზიკაშვილი საგანგაშო ფოტო და ვიდეომასალას აქვეყნებს.
“ეს მდომარეობაა ჩარგალში, ვაჟას სახლ-მუზეუმში...
დაძრულია მუზეუმის ხიდი, ხიდის მიმდებარე მიწა. ავტობუსის მოსაცდელი წყალმა წაიღო, ტრანსფორმატორი და ის მწვანე პატარა ჯიხურიც. მუზეუმთან მისვლა საშიშია... ასეთი რამ მე არ მახსოვს, არ ახსოვთ ჩემზე უფროსებსაც!
ღმერთო, უშველე ჩემს პატარა სამოთხეს და ჩემს ქვეყანას მთლიანად! კიდევ საწვიმრად ემზადებაო...“ - წერს ლელა რაზიკაშვილი.