loader

რას წერს უჩა აბაშიძის ძმა? - "ცოტა არე­უ­ლად გა­მო­მი­ვა, ბო­დი­ში..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას წერს უჩა აბაშიძის ძმა? - "ცოტა არე­უ­ლად გა­მო­მი­ვა, ბო­დი­ში..."

სამხედრო ბლოგერის, უჩა აბაშიძის ძმა გოგი აბაშიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

"მოკ­ლედ, უჩა­ზე (ცოტა არე­უ­ლად გა­მო­მი­ვა - ბო­დი­ში)...

სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვა ჩა­ნიშ­ნუ­ლია 2 ივ­ლისს. ქმე­დე­ბა გა­და­ვი­და ნელ რე­ჟიმ­ში. რე­ა­ლუ­რად საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სი­ახ­ლე­ე­ბი არ მაქვს, ასე­ვე, მხა­რე­ებს ხელი აქვთ მო­წე­რი­ლი გა­უთ­ქმე­ლო­ბა­ზე (რო­მე­ლიც, რო­გორც ად­ვო­კატ­მა აღ­ნიშ­ნა, ირ­ღვე­ვა მე­ო­რე მხა­რის მიერ) და საქ­მის დე­ტა­ლებ­ზე მო­სა­ყო­ლი ინ­ფორ­მა­ცია ცო­ტაა.

თვი­თონ უჩა უკე­თაა, ნელ-ნელა და­წყნარ­და, მო­ა­ხერ­ხა და­რეკ­ვა და შვილ­თა­ნაც და­ლა­პა­რა­კე­ბა. წე­რი­ლებს იღებს და ზო­გად ინ­ფორ­მა­ცი­ას მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე. ცდი­ლობს, თვა­ლი ადევ­ნოს. თქვა, რომ ბევ­რი რამ ექ­ნე­ბა მერე და­სა­წე­რი. ძი­რი­თა­დად ითხოვს სა­კი­თხა­ვი ლი­ტე­რა­ტუ­რის და ფურ­ცლე­ბის შეგ­ზავ­ნას - ვას­რუ­ლებთ.

ყვე­ლას გა­და­ე­ცი, ფრთხი­ლად იყ­ვნე­ნო. ვერ ვი­ტყვი, რომ შე­ში­ნე­ბუ­ლი არაა, მაგ­რამ მგო­ნი, უფრო სხვა რა­მე­ებ­ზე ნერ­ვი­უ­ლობს, ვიდ­რე იქ ყოფ­ნა­ზე.

პა­რა­ლე­ლუ­რად დაც­ვის სტრა­ტე­გი­ას ვა­ლა­გებთ და ად­ვო­კა­ტებ­თან ერ­თად ვყა­ლიბ­დე­ბით იუ­რი­დი­უ­ლად, რო­გორ უნდა წა­რი­მარ­თოს პრო­ცე­სი. ზო­გა­დი პო­ზი­ცი­აა ასე­თია - აშ­კა­რად მე­ო­რე მხა­რე ცდი­ლობს, ეს თემა პო­ლი­ტი­კუ­რად გა­მო­ი­ყე­ნოს. დღე­საც პარ­ლა­მენ­ტში კეთ­დე­ბო­და გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც აშ­კა­რა ზე­წო­ლაა მიმ­დი­ნა­რე საქ­მე­ზე და დამ­ნა­შა­ვედ აცხა­დებს ადა­მი­ანს ისეთ სა­კი­თხებ­ში, რომ­ლე­ბის მის­თვის ბრა­ლად წა­ყე­ნე­ბაც კი არა­ვის მოს­ვლია აზ­რად.

თუმ­ცა, გა­უთ­ქმე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დაც­ვის მხა­რეს არ აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, რე­ა­ლურ გა­რე­მო­ებ­ზე სა­უბ­რით და­ა­ბა­ლან­სოს სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცე­ში მდგო­მა­რე­ო­ბა. ეტყო­ბა აწი, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩქა­რა აღარ იქ­ნე­ბა, ცვლი­ლე­ბე­ბიც და სი­ახ­ლე­ე­ბიც იქ­ნე­ბა ნელა და დრო­ში გა­წე­ლი­ლად და გა­ნახ­ლე­ბებ­ში უმე­ტე­სად უჩას მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე თუ დავ­წერ.

უჩას მიდ­გო­მაც ასე­თია - მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე გა­და­ერ­თეთ და ყუ­რა­დღე­ბის გა­ფან­ტვის სა­შუ­ა­ლე­ბას ამ ეტაპ­ზე ნუ მის­ცემ­თო. თუ ვინ­მეს გსურთ - შე­გიძ­ლი­ათ ფოს­ტით წე­რი­ლი მის­წე­როთ (ად­რე­სა­ტად უთი­თებთ სა­ხელს და გლ­და­ნის იზო­ლა­ტო­რის მი­სა­მართს). დაგ­ვი­ა­ნე­ბით, მაგ­რამ მის­დის - გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, წე­რი­ლი გა­და­მოწ­მდე­ბა და თუ სა­თუო თე­მა­ტი­კას შე­ე­ხე­ბა, არ გა­დას­ცე­მენ (ასეთ დროს იდე­ა­ში წე­რი­ლი უკან უნდა და­გიბ­რუნ­დეთ, თუმ­ცა არ ვიცი, აბ­რუ­ნე­ბენ თუ არა)" - წერს გოგი აბაშიძე.

ცნობისთვის, 9 მაისს უჩა აბაშიძე დააკავეს, 11 მაისს კი მისი მეუღლე - მარიამ იაშვილი. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ბრალდებულებმა, უჩა აბაშიძემ და მისმა მეუღლემ, მარიამ იაშვილმა, უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კუპატაძემ განაცხადა, ჩანაწერებში ფიგურირებენ საზოგადოებისათვის ცნობილი პირებიც, რომელთა გადაღებაც ხორციელდებოდა უკანონოდ, მათი ნებართვის გარეშე და შესაბამისად, ხდებოდა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა.